თავში

მეუფე გრიგოლი: ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გაგიფრთხილდით

მეუფე გრიგოლი: ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გაგიფრთხილდით
მეუფე გრიგოლი: ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გაგიფრთხილდით

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

,,ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებისა და ჩვენი სამწყსოს სახელით სამძიმარს ვუცხადებ ლუკა სირაძის ოჯახს. მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს. ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს. ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს! ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით! დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა". ლუკა შვილო, ღმერთს ებარებოდე!" -ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამძიმრის წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system