თავში

მეუფე იაკობი დავით-გარეჯის საქმეს ეხმაურება

მეუფე იაკობი დავით-გარეჯის საქმეს ეხმაურება
მეუფე იაკობი დავით-გარეჯის საქმეს ეხმაურება

"არ შეიძლება, როცა სასამართლოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, მოღალატე უწოდო ადამიანს. კაცმა გინდ ჩაიდინოს რაღაც, ოჯახი ჰყავს, ნათესავები ჰყავს, გავუფრთხილდეთ... ვაიდა, არ აღმოჩნდეს მოღალატე, რას შვები მერე?", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა. ის საკვირაო ქადაგებაში დავით გარეჯის საქმეს გამოეხმაურა. 

მეუფე იაკობის თქმით, საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები საზოგადოების ერთ ნაწილს "ფრთიან ანგელოზებად" გამოჰყავს, მეორეს კი მოღალატეებად. 

"მამა კირიონს არსად არ ალაპარაკებენ, ხელს უშლიან ჟურნალისტები. ამ წინა დღეებში მისცა სრული ინტერვიუ და 2005 წლიდან სულ არის აღწერილი ვის როგორ შეხვდა, ვის რა ეუბნებოდა, თვითონ მელაშვილის საქციელები, როგორია. კაცი ახლა დაჭერილია და ერთ მხარეს გამოჰყავს ფრთიან ანგელოზად, მერე მხარე ეძახის მოღალატეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system