თავში

მეუფე იაკობი: ტაძარში მოსული მრევლი თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას

მეუფე იაკობი: ტაძარში მოსული მრევლი თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას
მეუფე იაკობი: ტაძარში მოსული მრევლი თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას

მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნებისმიერი ქრისტიანი თავად არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი.

"მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. როდესმე თქვენ გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა მივა, ვისაც მისვლა არ უნდა არ მივა,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შგახსენებთ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ლიტურგიას მრევლი დაესწრება. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს პრესსპიკერმა გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით მრევლი ტაძარში მივა ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე და დარჩება იქ დილის 6 საათამდე. 

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა სახლში არ დარჩება და რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამების დათვლა გაჭირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system