თავში

მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა

მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა
მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ამ ფსიქოზმა რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა",- ასე გამოეხმაურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს ექიმის გათავისუფლებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამ საქმემ მთელი საქართველო გააერთიანა.

"ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად ვფიქრობდით, რომ ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. როდესაც ვაჟას შეემთხვა ეს ამბავი, მალევე წავედით ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად. კარგად ვხედავდი, თუ როგორ იღვწოდა ჩვენი ხელისუფლება უცხოეთში, ამ შემთხვევაში, ევროპაში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. რაც შეეძლოთ ყველაფერს აკეთებდნენ. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან პირადი ურთიერთობებით თუ შეეძლოთ სიკეთე გაეკეთებინათ, ყველა აკეთებდა და არ მინახავს ისეთი ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ წასულიყო," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system