თავში

მეუფე იოანე გელათის გადახურვის შესახებ: სავალდებულოა გამოძიება დაიწყოს

მეუფე იოანე გელათის გადახურვის შესახებ: სავალდებულოა გამოძიება დაიწყოს
მეუფე იოანე გელათის გადახურვის შესახებ: სავალდებულოა გამოძიება დაიწყოს

ქუთაის - გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი აცხადებს, რომ გელათში ფრეზკების დაზიანების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. 

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში კლიმატური ცვლილებები ტაძარში არ შეიმჩნეოდა. სპეციალისტების მიერ მომზადებული გადახურვის პროექტი კი დროებითია. 

"მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ, იქ ჩამოსული წვიმა არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა, სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის რასაკვირველია, გაზაფხულზე გაჟონა წვიმამ, ეს დაფიქსირდა სამხრეთ დასავლეთის კუთხეში, მაგრამ ეს არ იყო კატასტროფა და ჩამორეცხვას, რასაც ეძახიან. ადამიანებს ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული, ფრესკა ნედლი კირი როცაა, მაშინ იხატება და საღებავით იჟღინთება კირი და ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავის დროზე, როცა ტარდებოდა გადახურვითი სამუშაოები, აქ მეუფე არ ვიყავი. ვიცი, რომ მეუფე (კალისტრატე) წინააღმდეგი იყო ამგვარი გადახურვის და ითხოვდა ქვით ან სპილენძით გადახურვას, როგორცაა ბაგრატზე. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრების და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა", - განაცხადა მეუფე იოანემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system