თავში

მეუფე ნიკოლოზი: ვერ ვხედავ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს

მეუფე ნიკოლოზი: ვერ ვხედავ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს
მეუფე ნიკოლოზი: ვერ ვხედავ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, ვერ ხედავს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს. მისივე განმარტებით, სამღვდელოება პირველივე დღიდან ცდილობდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან დეკანოზის გათავისუფლებას. 

„რამდენჯერმე მქონდა მასთან პირადი შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, არ გვქონია პირადად კონტაქტი. იცით რა, მე ასე მგონია, რომ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია ეს. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი შეწყალებაზე, როცა ქვეყანა ასე ელოდება. მე დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება მამალაძეს, ჩვენ პირველივე დღიდან ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება. ჩვენ არც გამოძიების წარმოება შეგვიძლია დამოუკიდებლად“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის შუამდგომლობის გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა 31 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურას ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითიც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. 

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. 

გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system