თავში

მეუფე ნიკოლოზი: ვიტყვი, რატომ მჭირდება მაინცდამაინც ,,აიფონი" - VIDEO

მეუფე ნიკოლოზი: ვიტყვი, რატომ მჭირდება მაინცდამაინც ,,აიფონი" - VIDEO
მეუფე ნიკოლოზი: ვიტყვი, რატომ მჭირდება მაინცდამაინც ,,აიფონი - VIDEO

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მან Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა. როგორც მეუფემ განმარტა, ის ტელეფონის საშუალებით, თავიდან იცილებს თავისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციებს.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ტელეფონს ქადაგებების გადასაღებად და საკუთარ იუთუბ არხზე ასატვირთადაც იყენებს.

"ბოლოს რომ ვიყავი ტელეეთერში, ვეცადე მეთქვა, რომ კამერა, ეს არის იარაღი თუ კარგად გამოიყენებ, კარგი იარაღი, თუ ცუდად - შეიძლება მოკლა ადამიანი. ეს არის თავდაცვის საშუალება და მე ვთქვი, რომ მე მაქვს ეს და ეს არ არის ბოლო მოდელი-მეთქი. კი არ ვიცოდი, რომ აიფონ 12 არ ყოფილა ჯერ გამოსული და ზუსტად 2 კვირაში იყო ამერიკაში აიფონ 12-ის პრეზენტაცია. მაღაზიებში დაიწყეს რეკვა და ისეთი რიგი დადგა, ამათ მოუწიათ ახალი პარტიის გამოწერა. ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, ისეთი კარგი რეკლამა გაგვიკეთეთ, რომ ჩვენ გვინდა, რომ აიფონ 12-ის პირველი მფლობელი თქვენ იყოთო. ხვალ პირველ საათზე გადმომცემენ. მე ვთქვი, რომ რადგან გადმომცემთ მეთქი, ბარემ გავასაჯაროოთ ეს ინფორმაცია და მე ვიტყვი, რატომ მჭირდება მაინცდამაინც ეს აიფონი. ამას აქვს სამი კამერა. ჩემთვის ეს ტელეფონი არ არის, ჩემთვის ეს არის ვიდეოკამერა და ჩემთვის ეს პროფესიაა ერთ-ერთი, მე ჩემი პროფესიით კინემატოგრაფიასთან მაქვს პირდაპირი შეხება,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system