თავში

მეუფე პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მღვდლობიდანაც განკვეთონ

მეუფე პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მღვდლობიდანაც განკვეთონ
მეუფე პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მღვდლობიდანაც განკვეთონ

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა არ გამორიცხავს რომ მღვდლობიდანაც განკვეთონ. ამის შესახებ მან მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვნახოთ, აბა, თვითონ რას მოიმოქმედებენ. მინდა გითხრათ, რომ „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ, ანუ იმის მერე, რაც იკადრა საპატრიარქომ და რასაც მე ვხედავ - ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას, მათ შორის, სასულიერო პირებისა, თუ მაღალი იერარქიისგან, არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ვერ წარმომიდგენია, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაინიშნოს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. ეს რა თქმა უნდა, უხერხული იქნება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ცნობისთვის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საპატრიარქოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება, მას ხარისხი არ შეჩერებია და არ განუკვეთავთ, ხოლო მონანიების შემთხვევაში, შესაძლოა, დაუბრუნდეს კიდეც თავის ეპარქიას. მეუფე გრიგოლ კაცია კი, ჭყონდიდის ეპარქიაში, მხოლოდ დროებითი მმართველია. 

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე პეპტრე ცაავა საქართველოს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან სინოდის სხდომაზე გადააყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system