თავში

მეუფე საბა: ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი

მეუფე საბა: ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი
მეუფე საბა: ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი

ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი,-ამის შესახებ განცხადება ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ გააკეთა. მისი თქმით დღეს ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და მას სჭირდება დაცვა.

"მაცხოვარმა რაც გააკეთა, ჩვენთვის გააკეთა. ჩვენ გვგონია, რომ ღმერთს სჭირდება ჩვენი მსახურება, ჩვენი მსახურება არის ადამიანების მიმართ, ამიტომაც აღდგომის დღესასწაულის განცდა უნდა იყოს ადამიანების თანამდგომის და იმ საფრთხის თავიდან აცილების, რა საფრთხის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო. ეკლესიებს არავინ გვიკეტავს. სახლში დარჩენა ყველას ეხება, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. უცხოეთში მყოფმა ეპარქიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეკლესიებში მსახურება მრევლის გარეშე ტარდება. ეკლესია არ დაუკეტავს არავის. მსახურება ისევ გრძელდება, მაგრამ გათავისება ხდება იმ დიდი საფრთხის, რომლის წინაშეც დადგეს თუ გინდ ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი ამ ქვეყნად მატერიალური, რაც კი არსებობს, რადგანაც ამას გვასწავლის სახარება, რომ მთავარი არის ადამიანი. ქრისტე ადამიანისთვის მოვიდა და დღეს ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია",- განაცხადა მეუფე საბამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system