თავში

მეუფე შიო: ადამიანის სული ავადდება და თვითმკვლელობამდე მიდის

მეუფე შიო: ადამიანის სული ავადდება და თვითმკვლელობამდე მიდის
მეუფე შიო: ადამიანის სული ავადდება და თვითმკვლელობამდე მიდის

საქართველოს საპატრიარქოში ამ წუთებში სუიციდთან დაკავშირებულ პრობლემაზე მსჯელობენ. შეხვედრას  სასულიერო პირები, დარგობრივი კომიტეტების, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფსიქოლოგები ესწრებიან. 

"საქართველოში თვითმკვლელობების რიცხვი ძალიან იზრდება და ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა. 10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა ეს. შეიძლება ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რონ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფოდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან გაერთიანდება და ერთად ვიფიქროთ, ამ პრობლემაზე, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან",-განაცხადა მეუფე შიომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system