თავში

მეუფე შიო: აზერბაიჯანთან ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება

მეუფე შიო: აზერბაიჯანთან ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება
მეუფე შიო: აზერბაიჯანთან ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ დავით გარეჯში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი მონასტერი, რომელსაც საქართველოს ათონს უწოდებდნენ. მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხზე სიმართლე დადგინდება.

დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ახალი კომისია. როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მღვდელთმთავარმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ორმხრივი კომისიის მუშაობა უახლოეს მომავალში განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system