თავში

მეუფე შიო: სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას

მეუფე შიო: სინანული გულისხმობს გამოსწორებისა და აზროვნების შეცვლას
მეუფე შიო: სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას

"ასეთი რამ არის სინანული - როდესაც ვხვდებით, რომ ვცხოვრობდით უღმერთოდ ან შორს ვიყავით ღვთისგან, როდესაც ადამიანი სიმართლეს ხედავს საკუთარი თავის შესახებ, აცნობიერებს, რომ ერთადერთი გამოსავალი - ეს არის ღმერთი, ღმერთთან დაბრუნება", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. 

მისი თქმით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი უნდა მოძრაობდეს ღმერთისკენ და საკმარისი არ არის მხოლოდ საკუთარი ცოდვების დაფიქსირება. 

"გახსოვთ, უძღებმა შვილმა არა მხოლოდ შეინანა თავისი ცოდვები, არამედ ადგა, დაანება თავი ძველ ცოდვილ ცხოვრებას და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნება. მართლაც, ადგა და წავიდა მამასთან, მაგრამ რა უთხრა მამას მან: „მე უღირსი ვარ, რომ შენი შვილი მეწოდოს“. ესეც აუცილებელია, აუცილებელია შეგრძნება ამ უღირსებისა. მაშასადამე, მოკლედ რომ ვთქვათ, აი, ეს არის სინანული. ეს სინანული ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ რწმენა მიიღოს, მორწმუნე გახდეს; ასევე იმისთვის, რომ ეს რწმენა შეინარჩუნოს, ამ რწმენაში წარემატოს და სასუფეველი დაიმკვიდროს. ამისთვის სჭირდება. ანუ, ადამიანს სინანული ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება“ - აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system