თავში

მეუფე შიომ მრევლს ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა

მეუფე შიომ მრევლს ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა
მეუფე შიომ მრევლს ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ათონელი მამების ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა ლოცვა აღავლინა. მან მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. 

დღეს ათონელი მამების ხსენების დღეა, როგორც იმ ადამიანებისა, რომელთაც ყველაფერი დაუტევეს და სრულიად შეუდგნენ უფალ იესო ქრისტეს. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ რომ შეუდგნენ ქრისტეს და დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, ამას აყოვნებენ. ან ამბობენ, – მერე გავაკეთებ ამას, როდესაც მოვხუცდები, ჯერ რაღაც სხვა საქმეები მაქვს მისახედი, ან ოჯახი, ან – სხვა რამ. ეს ძალიან არასწორია”,- განაცხადა მეუფე შიომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system