თავში

მეუფე სტეფანემ 8 დაპირისპირებული მღვდელი და მონაზონი ეკლესიიდან განკვეთა

მეუფე სტეფანემ 8 დაპირისპირებული მღვდელი და მონაზონ
მეუფე სტეფანემ 8 დაპირისპირებული მღვდელი და მონაზონი ეკლესიიდან განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანმე მასთან დაპირისპირებული მღვლდები და მონაზვნები ეკლესიიდან განკვეთა. ამის შესახებ მან ქადაგებისას, ამბიონიდან განაცხადა. მან განკვეთილ სასულიერო პირებს სამონაზვნო სამოსისა და ატრიბუტიკის ტარება აუკრძალა. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ.

"ბერ-დიაკონმა პეტრემ, ბერ-მონაზონმა ათინოგენემ, მონაზინმა დანიელმა, მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია) მონაზონმა დავითმა (გვილავილაიამ) მონაზონმა ბასილმა (გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა (წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას".- თქვა მიტროპოლიტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system