თავში

მეუფე სტეფანემ მამა დანიელს იღუმენის ხარისხი ჩამოართვა

მეუფე სტეფანემ მამა დანიელს იღუმენის ხარისხი ჩამოართვა
მეუფე სტეფანემ მამა დანიელს იღუმენის ხარისხი ჩამოართვა

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა. 

ამის შესახებ მან დღეს, ქადაგებისას განაცხადა. 

მისი თქმით, 30 მაისამდე მამა დანიელმა მას უნდა გადააბაროს სალხინოს მონასტრის გასაღებები და არსებული ქონება.

"განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს.

რაც შეეხება საეკლესიო ქონებას, მის აღწერას და გადმობარებას, რადგან ასე არ ინებეს, მაშინ აუდიტის საშუალებით მოხდება ეს. თუ დაიწყებენ წინააღმდეგობის გაწევას, მაშინ რეალურად დადგება საკითხი, რომ მართლა არსებობს კორუფციული ინტერესი მათი მხრიდან," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system