თავში

მეუფე იობი კორონავირუსისგან განიკურნა

მეუფე იობი კორონავირუსისგან განიკურნა
მეუფე იობი კორონავირუსისგან განიკურნა

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე ავრცელებს.

,,დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციისგან სრულიად განიკურნა, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

მადლობას გიხდით ყველას გულწრფელი ლოცვებისა და ყურადღებისთვის", - წერს მღვდელმონაზონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მეუფე იობს კორონავირუსი 19 დეკემბერს დაუდასტურდა. 

მიტროპოლიტი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system