თავში

,,მეუღლე კოვიდით გარდაეცვალა, თვითონ 4 თვის შემდეგ გამოვიდა კომიდან”- თელავის თეატრის მსახიობს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თელავის თეატრის მსახიობი ზურა ლომიძე ლოგინს არის მიჯაჭვული. მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ზურა ლომიძე, კორონავირუსით რამდენიმე თვის წინ, ოჯახის წევრებთან ერთად დაინფიცირდა.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, მას მეუღლე გარდაეცვალა , თავად კი ოთხთვიანი მკურნალობის მიუხედავად, საწოლსაა მიჭაჭვული. 

საზოგადოებას ფინანსური დახმარება მისმა ნათესავებმა სთხოვეს, რაც მსახიობის რეაბილიტაციისთვისაა საჭირო და საკმაოდ ძვირი ჯდება.

მსახიობის დასახმარებლად უკვე მზადდება სოციალური კამპანია და მიმდინარეობს კლიპის გადაღება, სადაც საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.

ზურა ლომიძე, თელავის დრატულ თეატრში თითქმის ორი ათეული წელია მუშაობს და ბევრი სახასიათო და მთავარი როლი აქვს შესრულებული.

GE43TB7096845061100119

მურთაზ ლომიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system