თავში

"მგონი არაგვიშავს" - ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

"მგონი არაგვიშავს" - ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის
მგონი არაგვიშავს - ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

საყოველთაო პანდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს და ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

"საავადმყოფოებში ერთწლიანი "გამოკეტილობის", ტოტალური გერმანული "ლოქდაუნის", საყოველთაო პანდემიის ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს.

მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24 საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით", - წერს ანა ჯაბაური. 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს კი, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს 4 წლით, ხოლო, კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თურქეთში გადაიყვანეს და გერმანიაში გამგზავრებამდე იქ მკურნალობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system