თავში

,,მიაბარეთ გომელაურს, იქნებ ისწავლოს მისგან მედიასთან საუბარი" - ინგა გრიგოლია

,,მიაბარეთ გომელაურს, იქნებ ისწავლოს მისგან მედიასთან საუბარი" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან, მედიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებსა და კრიტიკას ეხმაურება.

,,შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა, სპეცოპერაციის დროს თანამშრომლობისთვის. მიაბარეთ კანალი კობახიძე ვახტანგ გომელაურს, იქნებ ისწავლოს მისგან მედიასთან საუბრის ტონი სიტყვები და წესები", - წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციისას პრემიერისთვის კითხვების დასმის გამო ,,მთავარი არხი" და ,,TV პირველი" გააკრიტიკა და მათ რუსულ ენაზე „გლავკანალი” და „პერვი კანალი” უწოდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system