თავში

სახელმწიფო ინსპექტორი 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე განმარტებას აკეთებს

სახელმწიფო ინსპექტორი 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე განმარტებას აკეთებს
სახელმწიფო ინსპექტორი 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე განმარტებას აკეთებს

უწყება მოკლებულია შესაძლებლობას პარალელური გამოძიება აწარმოოს, - ამის შესახებ report.ge-ს 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს.

,,აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.

რაც შეეხება საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარებას, საქართველოს კანონმდებლობით ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურას", - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

დღეს, მოძრაობა ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ,,დამპალოს სასაფლაოზე" ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიებას არასწორი უწყება, არასწორად ატარებს და რეალურად, საქმე სახელმწიფო ინსპექტორმა, წამების მუხლით უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე, 2 იანვარს, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 იანვარს პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system