თავში

"მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ" - ანკა ანდღულაძე

"მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ" - ანკა ანდღულაძე
მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ - ანკა ანდღულაძე

სოციალურ ქსელში, "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში" ანკა ანდღულაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის შესახებ წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"პოსტი ეხება ინფექციურ საავადმყოფოს და თუ არ დაგეზარათ, ჩაიკითხეთ ბოლომდე.

2 დღის წინ მშობლები მყავდა ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმთან გვჭირდებოდა კონსულტაცია და ჩავაბარეთ ანალიზები, დავტოვე ელ.ფოსტა, სადაც პასუხები უნდა მიმეღო, ვინაიდან ჩემ გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად, მე კი ვმუშაობ და მოგეხსენებათ არაა მარტივი კვირაში 7 ჯერ გათავისუფლების თხოვნა.

მოკლედ ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი, აქ მოხვალ და აიღებო-ამას აწვებოდნენ, მერე როგორც იქნაა დამთანხმდნენ. იმ დღეს, 2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი, მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის, მივწერე, დავურეკე და ვერ დავაჯერე, მაგრამ კარგი ვნახავთო (მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ კიდევ რომ არ გამომოგზავნეს ვრეკე, ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ.

სასტიკად გაღიზიანებული ვარ, თან ძალიან მეცინება. ასე თუ იხსენიებენ პაციენტებს, დარწმუნებული ვარ ამათი მკურნალობის სანდოობაშიც.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი", - წერს ანკა ანდღულაძე "ფეისბუქში" შექმნილ ჯგუფში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system