თავში

მიიღებს თუ არა საქართველო "სინოფარმის" დამატებით დოზებს

მიიღებს თუ არა საქართველო "სინოფარმის" დამატებით დოზებს
მიიღებს თუ არა საქართველო სინოფარმის დამატებით დოზებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  მიმდინარეობს მოლაპარაკება და სავარაუდოდ, უკვე დადასტურებულია, რომ საქართველო ჩინეთიდან კიდევ ნახევარ მილიონ დოზა "სინოფარმს" მიიღებს. 

ამასთან, გამყრელიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნულ ვაქცინას საქართველო "კოვაქს" პლატფორმის მეშვეობითაც მიიღებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი რანგი ავტორიზაციის. ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის ინტერვალით. ეს არის განსაზღვრული 50 ათასი ადამიანისთვის. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ეტაპობრივად კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე „კოვაქსის“ წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system