თავში

მიხეილ ჩხენკელი კრისტა პიკატის შეხვდა

მიხეილ ჩხენკელი კრისტა პიკატის შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი კრისტა პიკატის შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) კლასტერული ოფისის დირექტორს კრისტა პიკატის შეხვდა. 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.

მინისტრმა გაეროს წარმომადგენელთან Covid-19-ის პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისთვის პიკატის მადლობა გადაუხადა. 

მისი თქმით, UNESCO-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა მინისტერიალზე მეცნიერთა, კულტურის მოღვაწეთა შეკრებამ; მათმა ერთობლივმა ძალისხმევამ, საერთაშორისო თანამშრომლობამ, ინფორმაციისა და იდეების გაცვლამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია სტაბილურობის მისაღწევად.

თავის მხრივ, UNESCO-ს კლასტერული ოფისის დირექტორმა კრისტა პიკატიმ მინისტრს ოფისის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system