თავში

მიხეილ ჩხენკელი: მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა იქნება პრიორიტეტული მიმართულება

მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა იქნება პრიორიტეტული მიმართულება
მიხეილ ჩხენკელი: მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა იქნება პრიორიტეტული მიმართულება

"მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა – ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულება. აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდა, რაც უკვე დაწყებულია და გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. 

მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.~

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლები“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ჩხენკელის თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლ

"ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system