თავში

მიხეილ რამიშვილი: ივლისიდან იციან, რომ მედიკამენტი რეცეპტით გაიცემა

მიხეილ რამიშვილი: ივლისიდან იციან, რომ მედიკამენტი რეცეპტით გაიცემა
მიხეილ რამიშვილი: ივლისიდან იციან, რომ მედიკამენტი რეცეპტით გაიცემა

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში შეხვედრას გამართავს. 

მისი თქმით, მას შემდეგ რაც გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტები ხელმისაწვდომი გახდა, ბევრი ახალი კითხვა გაჩნდა. 

ადვოკატმა პროკურატურისგან ვიდეო ჩანაწერები გამოითხოვა, სადაც ასახული უნდა იყოს სუს-ის თანამშრომლების გადაადგილება. 

"ვიდეო ჩანაწერები მაქვს მოთხოვნილი. სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც შავნაბადას ტერიტორიაზე მივიდნენ, მათ ჩვენებებს როდესაც გავეცანი აღმოჩნდა, რომ არ ახსოვთ ეკიპაჯჟში ვისთან ერთად იყვნენ. ასევე, ერთ-ერთი ჩვენების შინაარსი ასეთია, რომ მივედი, საკუთარი ავტომობილით გამოვედი და 2 დღეში დავბრუნდი. მაინტერესებს რა ავტომობილებია, როგორ შედიან და როგორ გამოდიან", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ ჯერ კიდევ ივლისიდან იცის იმის შესახებ, რომ მედიკამენტი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა რეცეპტის გარეშე არ იყიდება.

"ივლისიდან იციან, რომ აღნიშნული მედიკამენტი რეცეპტით გაიცება, ამაზე მეტი საყურადღებო რაღა უნდა იყოს", - ამბობს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ საქმის გრიფით "საიდუმლო" მასალა გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system