თავში

მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის

მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის
მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის

მიხეილ სააკაშვილი პოზიციის დაფიქსირებისათვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით სერგეენკოს.

გზავნილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გააცნო.

"ჩვენ მადლიერებას გამოვახტავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებზე უფრო მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა, და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორის ბატონ გამყრელიძეს და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე, ეს პრეზიდენტის პოზიციაა"- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ გუშინ, 16 ნოემბერს განაცხადა, რომ პაციენტის მკურნალობის შესახებ, მათ შორის მისი სამკურნალო ადგილის შესახებ გადაწყვეტილება კონსილიუმში შემავალმა ექიმებმა უნდა მიიღონ, ხოლო კონსილიუმის დასკვნა უნდა აღსრულდეს.

დავით სერგეენკოს განცხადებით კი, იმ შემთხვევაში თუ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში არ აღმოჩნდება სათანადო პირობები და ეს ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში უნდა გადაყვანონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system