თავში

მიხეილ სააკაშვილი ექიმების სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს

მიხეილ სააკაშვილი ექიმების სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს
მიხეილ სააკაშვილი ექიმების სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს

საქართველოს მსჯავრდებული/ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა უკრაინელმა ექიმმა განუცხადა. 

როგორც ექიმმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, მან აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო, რადგან ის ვერ ახერხებს სრულფასოვან იურიდიულ დახმარებას.

"მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ მიიღებს ექიმებისგან სამედიცინო დახმარებას, აძლიერებს რისკებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ის არ წყვეტს შიმშილობას. მას არ აძლევენ სამართლებირვად თავის დაცვის საშუალებას, მაგრამ ის გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე. მე არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხერხდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ მან მიიღოს სამედიცინო დახმარება. აუცილებელია მისი მონაცემების მუდმივი კონტროლი და სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი. მე მაქვს ყველა ინსტრუმენტი და დღესვე მზად ვარ მას ჩავუტარო სამედიცინო შემოწმება" - განაცხადა მაქსიმ პერებინისმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system