თავში

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს

რეანომობილი, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გაიყვანეს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში უკვე შევიდა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად გორის ჰოსპიტალში მივიდნენ მისი ადვოკატები - ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი, ასევე დედა გიული ალასანია და პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშვილს მისთვის საგანგებოდ მომზადებულ პალატაში მოათავსებენ.

კლინიკის ტერიტორიაზე გალძიერებულია უსაფრთხოების ზომები. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტას დათანხმდა.

მან ციხიდან საგანგებო გზავნილიც გაავრცელა,მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და სამართლიან სასამართლოზე წარდგომა მოითხოვა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ამის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ჟირნალისტებთან გორის ჰოსპიტალზე არჩევანის გაკეთების მიზეზი განმარტა. მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის განსაკუთრებული პალატა მოეწყო.

დღესვე, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდანვიდეო-კადრები გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ასევე შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.  შიმშილობა შეწყვიტეს ზუგდიდის საკრებულოს წევრებმაც. 

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატებმაც.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა, შიმშილობა შეწყვიტა საოპერო შემსრულებელმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელიც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობდა. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system