თავში

მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის სპეციალურ ჯგუფს ქმნის

მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის სპეციალურ ჯგუფს ქმნის
მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის სპეციალურ ჯგუფს ქმნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აქციებზე მომუშავე პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. 

"ერთი ჯგუფი "ქართული ოცნების" სახელმწიფო მოხელეების და სინამდვილეში ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ მირონის, "პადძელნიკების", რომლებიც სწორედ ამ ნიშნით ეწყობიან დღეს სახელმწიფო სამსახურებში საქართველოში, თავს დაესხა ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არის ნამდვილი საჯდომის კულტის მსახური. საჯდომს და ცოცხებს ვერ გასცდნენ. თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩვენს აქტივისტებს, უბრალოდ ქუთაისელებს, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, წესიერ პოლიციელებს, უნდა მოხდეს თითოეული ამ სახელმწიფო მოხელის იდენტიფიკაცია, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად. ეს არის დარღვევა კანონების და ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი." ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხვალვე შეიქმნება იურისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების იდენტიფიცირებას მოახდენს და მათ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ. 

"მე თვითონ დავუჭერ მხარს ასეთ ორგანიზაციას. ჩვენ ხვალიდან უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, უმეტესობა ინდენტიფიცირებულია, ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, ცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში ამას შესაძლოა მაშინვე ეფექტი არ მოჰყვეს, მაგრამ ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს - ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად", - აცხადებს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძროაობის" ქუთაისის ოფისთან აქცია გამართეს. მათ ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს, ხოლო შენობის შესასვლელზე უცენზურო წარწერები დატოვეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციას წინ უძღოდა გაერთიანებული ოპოზიციის აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან. ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები პარტიის ოფისის "დასაბოქლომებლად" მივიდნენ, რასაც მხარეებს შროის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system