თავში

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე სამოქალაქო სექტორში - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე
მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე სამოქალაქო სექტორში - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შეიძლება ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

პრეზიდენტის პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარზეა ციხის კლინიკაში გადაყვანაზე. 

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღო. თუმცა, მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა კვლავ დგას. შიმშილობას არ წყვეტს. არ უნდა რომ გადაიყვანონ არავითარ შემთხვევაში გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში. თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე სამოქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფო იქნება. ეს არის მისი პოზიცია", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system