თავში

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს - თინა ბოკუჩავა

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს - თინა ბოკუჩავა
მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. მისი თქმით, პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს, რადგან თვლის, რომ მისი დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული. 

"მე ვეცადე მომეხსენებინა მისთვის ჩემი მოკრძალებული აზრი, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის კიდეც პოლიტიკური პატიმარი. რომ ეს ბრალი და მსჯავრი არის წარდგენილი მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლით წარდგენილი მის მიმართ. თუმცაღა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა. 

მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დახმარებოდა საკუთარ ქვეყანას. დაეხმაროს იმაში, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება, ეს უპერსპექტივობა, ეს სიბნელე. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ შესაძლებელია მომხდარიყო მისი დაკავება, მან მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ საბოლოო თავგანწირვისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system