თავში

მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

"ჩემო ძვირფასებო,

მსურს მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული... მსურს, მშვიდობა და ბედნიერება ვუსურვო თქვენს ოჯახებს. გილოცავთ დღესასწაულს, რომელსაც თქვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს მრავალი მოქალაქე, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი და გამარჯვება, ტკივილი და სიხარულიც საერთო გვაქვს. თერთმეტი წლის წინ ნოვრუზ ბაირამი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულად გამოვაცხადეთ ნიშნად იმისა, რომ გვაქვს საერთო აწმყო და საერთო მომავალი; ნიშნად იმისა, რომ საქართველოს უკეთესი მერმისისთვის ბრძოლაში ერთად ვართ.ნოვრუზ ბაირამი ახალი დღის, ახალი სიცოცხლის დღესასწაულია. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ქვეყანას სჭირდება ჩვენი ერთგულება, რათა ერთად გავათენოთ საქართველოს ახალი დღე და ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ ჩვენს სამშობლოს.გილოცავთ სიყვარულით თქვენ და თქვენს ოჯახებს.შეხვედრამდე საქართველოში",- წერს სააკაშვილის სოციალურ ქსელში.

ნოვრუზ ბაირამი 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system