თავში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ექიმი
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ექიმი

მიხეილ სააკაშვილს ტალასემია სჭირს. ეს არის დიაგნოზი, რომლის დროსაც სისხლის ფორმულაში შედის ცვლილებები, რა დროსაც არ შეიძლება შიმშილი,  დაძაბულობა და სტრესი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში გაავრცელა. 

მისი თქმით, მიუხედავად კატეგორიული მოთხოვნისა, პრეზიდენტ სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილი, ამ დაავადების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მან პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი არ განაცხადა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. 

პრეზიდენტის მკურნალი ექიმის განცხადებით, ის რთულად გადაადგილდება, უჭირს ლაპარაკი და თავს სუსტად გრძნობს.

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ხანგრძლივმა შიმშილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის სამომავლო მდგომარეობაზე, ამის პროგნოზს ექიმი ვერ აკეთებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system