თავში

მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა - ტიკარაძე

მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა - ტიკარაძე
მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა - ტიკარაძე

მნიშვნელოვანი იყო უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხოება, გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მკურნალობას აქაც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ჰოსპიტალი სრულად არის აღჭვურვილი, ხოლო MRT-ს აპარატის წყობიდან გამოსვლის შესახებ გავრცლებეული ინფორმაცია სიცრუეა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება და მასზე ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. 

"გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი გამოსული არის წყობიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული „აფდეითი“ და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც მას დასჭირდება. 

პაციენტს მიეწოდებოდა როგორც რუსთავში, ასევე გლდანში ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში ესაჭიროებოდა.

გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ მიღებული შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ასევე უნდა შეწყვეტილიყო ის დაპირისპირება, რომელიც იყო. ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეთავაზებოდა პაციენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა... 

სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდება კვლევები. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც - ის გორის ჰოსპიტალში გადასვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აქვს გარკვეული პირობა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system