თავში

მიხეილ სააკაშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა

მიხეილ სააკაშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მიხეილ სააკაშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება დატოვა. 

ორი რეანომობილი ციხის ტერიტროიიდან გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ გავიდა. 

მიხეილ სააკაშვილს ესკორტი აცილებს. მასთან ერთად გორში მიდიან მიხეილ სააკაშვილის დედა და გიული ალასანი, პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატი ნიკა გვარამია.

როგორც გლდანის ციხის, ისე გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია სამართალდამცველებმა ადგილზე შეკრებილებს დაატოვებინეს. 

ჰოსპიტლის მთავარ შესასვლელთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მთავარ შესასვლელთან უკვე განლაგდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. ადგილზე მუშაობენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. ტერიტორიაზე დგას სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანებიც. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტას დათანხმდა.

მან ციხიდან საგანგებო გზავნილიც გაავრცელა,მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და სამართლიან სასამართლოზე წარდგომა მოითხოვა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ამის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ჟირნალისტებთან გორის ჰოსპიტალზე არჩევანის გაკეთების მიზეზი განმარტა. მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის განსაკუთრებული პალატა მოეწყო.

დღესვე, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდანვიდეო-კადრები გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ასევე შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატებმაც.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილეს, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, მსოფლიო ბანის განცხადებით, ის შიმშილობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, როცა დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system