
შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც report.ge-ს უწყებაში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.
ცნობისთვის, ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია.