თავში

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს
მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს - ამის მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

ტესტი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ეს ინფორმაცია მედიიდან გახდა ცნობილი. ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ნომერ მე-18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ველოდებით ტესტის პასუხს",  - განაცხადა ადვოკატმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system