თავში

მიხეილ სააკაშვილის პირველი სიტყვა სასამართლო პროცესზე

მიხეილ სააკაშვილის პირველი სიტყვა სასამართლო პროცესზე
მიხეილ სააკაშვილის პირველი სიტყვა სასამართლო პროცესზე

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სიტყვით მიმართავს:

"მე მინდა პირველ რიგში მივესალმო გარეთ მყოფ ადამიანებს და მივესალმო ჩვენს საზოგადოებას.

მე მინდა დაგისვათ კითხვა. ჩამოსვლის შემდეგ, ტყვედ აყვანის წინ რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში, მე ვანხე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, არის ძალიან გაუბედურებული. 

მე მინდა გითხრათ ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, განვითარების განცდა, სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი?

და თუ მოგენატრათ, მაშინ ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ. 

მე მინდა განვამრტო, რატომ ვარ დღეს ამ დარბაზსში და რატომ ვარ საქართველოში. თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება და რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინისთვის აუცილებელ რეფორმებს, ჩემი მომზადებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო უმაღლესმა რადამ. მე უკრაინაში მეკავა ძლიან მაღალი პოზიცია და "იფსოსის" გამოკვლევით ვიყავი პირველ ადგილზე, თუ ვის ისურვებდნენ პრემიერ-მინისტრად და ორჯერ მაქვს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნათქვამი უარი პოროშენკოს დროს. 

არ ვყოფილვარ არსად ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. უკრაინაში მაქვს სახლიც, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობდი ლექციებს... ყველა ამ ლექციაში მიხდიან ფულს. ეს ყველაფერი მე გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური.

ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოდხსენებული, ფუფუნება, თანამდებობა, პატივისცემა გადადოს გვერდზე და გადაეშვას იმ მორევში, საიდანაც ცოცხლად გამოსვლის შანსი არის მინიმალური. 

ყველაფერზე მეტი, რაც მე მამომძრავებს და მიზეზი, თუ რატომ ვარ აქ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, გიჟვით მიყვარს საქართველო, სადაც მე გავიზარდე ძალიან მოყვარულ ოჯახში, ბებიაჩემი მზია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და გასაგები მიზეზების გამო ვერ მოვასწარი მისი გაცილება.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორებიც იყვნენ გელა ჩარკვიანი და მანანა ჭავჭავაძე, მე ციხეში მივიღე წერილი ჩემი პირველი მასწავლებლის, ნინელი თათარაშვილისგან, რომელიც მასწავლიდა მაშინ შალვა ამონაშვილის სისტემით, ასევე კლარა ჩხაიძისგან, რომელიც იყო ჩემი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას. სხვა არაფერზე მქონია ასეთი ემოცია საკანში. 

მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის. მისი გარდაცვალების ამბავი მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მისი საუკეთესო მოსწავლე, მე ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ ის იყო ჩემი საუკეთესო მასწავლებელი.

მე დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა, ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ასევე ჩემი მეგობარი იყო და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, რომ გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდებაო. რაღაც მისტიკაა, ცოტა ხანში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.

ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო. ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი პეკინის ქუჩაზე. სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და კარგავენ ქართველები.

ჩვენი ერი კარგავს ჩვენს სამშობლოს.

2008 წელს, როდესაც რუსებმა შემომითვალეს ფრანგების, სრაკოზის მეშვეობით და ამერიკელების მეშვეობით, რომ ისინი მეორე დილით შემოდიოდნენ თბილისში, ხოლო მე და ჩემ ოჯახს უნდა დაგვეტოვებინა ქვეყანა. მათ დაბომბეს მანამდე და მიწასთან გაასწორეს კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც მერე აღვადგინეთ და სულ სხვანაიარია ახლა, მათ დაბომბეს ბათუმის აეროპორტის მიდამოები, მათ დაბომბეს თბილავიამშენიც, ერთადერთი, რაც მათ არ დაბომბეს იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ სააკაშვილი მოახტეს ახლა თვითმფრინავს და დატოვოს ქვეყანა, გაქუსლოს სადღაც უცხოეთში თავის ახლობლებთან ერთად. ამერიკელი მეგობრებიც ამას მირჩევდნენ, რადგან რუსები შემოვიდოდნენ საქართველოში და შეასრულებდნენ იმას, რასაც დაპირდნენ მათ შორის სარკოზის, რომ  დამკიდებდნენ ერთი ადგილით და გაანდგურებდნენ ჩემ ახლობლებს.

გადაწყვეტილების მისაღებად სულ დამჭირდა 2-3 წუთი. 

მე გამახსენდა, რომ 1921 წელს და ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, როდესაც ბოლშევიკური არმია შემოვიდა თბილისში, საქართველოს მთავრობა წავიდა ჯერ ბათუმში, შემდეგ სტამბულში და შემდეგ საფრანგეთში. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ლევილის მამულში, რომელიც მათ იყიდეს, სადაც ცხოვრობდნენ. მე ვიცი, რომ ამ წასვლიდან 10 წლის, 20, 30, 40 წლის შემდეგაც, უკვე ბებრები ისხდნენ და არჩევდნენ ამ ძველ ამბებს იმ საქართველოზე, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ ნახავდნენ ცხოვრებაში. მე ვიფიქრე, რომ არასოდეს ჩემს თავს არ ჩავიყენებდი ასეთ სიტუაციაში. ჩემ მიერ თბილისის დატოვება ნიშნავდა თბილისში რუსული ჯარების შემოსვლას და თბილისში რუსეთის დროშის აფრიალებას. ეს იყო ამ ულტიმატუმის შინაარსი. აგერ ავღანეთში მსგავს გარემოებებში დატოვა პრეზიდენტმა დედაქალაქი და ეგრევე შემოვიდა მეორე ძალა. ჩემი საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ერთი თაობის იქით დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და მინდა, სამწუხაროდ ვთქვა, რომ დღეს ალბათ დაგვიდგა დრო, როდესაც ეს არის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა" - ამბობს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system