თავში

მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება? - თბილისის მერიის განმარტება

მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება? - თბილისის მერიის განმარტება
მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება? - თბილისის მერიის განმარტება

მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა დასაშვები აღარ იყოს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება, მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ, სხვა შემთხვევაში ისევ მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როგორც იანვარში იყო, 100%-იანი სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ იგეგმება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ,“ - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, 29 მაისიდან 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აიკრძალა კონდიციონერის ჩართვა მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ. გარდა ამისა, ყველა სახის ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system