თავში

კალაძე იტალიელებს: როგორც თბილისის მერი და ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვარ

კალაძე იტალიელებს: როგორც თბილისის მერი და ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვარ
კალაძე იტალიელებს: როგორც თბილისის მერი და ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვარ

თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. მიმართვის ტექსტს კახა კალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო-ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ! თავს გაუფრთხილდით!“, - წერს დედაქალაქის მერი ,,ინსტაგრამზე".

ცნობისთვის, გუშინ, სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა.

View this post on Instagram

Sadly, the world is facing extremely difficult times and my heart goes out to every single person who has been affected. Also, I would like to express my sincere gratitude to all the doctors and healthcare workers for their devotion and heroic work. Hence, it is with a huge sadness and a heavy heart I would like to extend my deepest sympathies to one of the most beloved countries of the world, Italy, my second home. A country that has welcomed me with so much love and support, gifted me with the most special years of my life, therefore, it is exceptionally heartbreaking to witness Italy go through so much suffering. As a Mayor of Tbilisi and as a Milanese guy, Italy, I stand with you along with my fellow Georgians. In times like this, it is important we stand strong and united to support the ones in need. In order to express our love and support as a nation, we have beautifully covered our iconic tower of Tbilisi with the colors of an Italian flag. Italy, we are here for you and we will get through this together! Stay safe! #FORZA ITALIA

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system