თავში

მილიონ ვაქცინირებულს შორის ანაფილაქსიის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში

მილიონ ვაქცინირებულს შორის ანაფილაქსიის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში
მილიონ ვაქცინირებულს შორის ანაფილაქსიის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი შეხვდნენ ხონის, ხარაგაულის, ზესტაფონისა და სამტრედიის მოსახლეობას. ისინი ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ.

პაატა იმნაძემ პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ვაქცინირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის 2 მილიონამდე დოზა გაკეთდა და 1 მილიონი ადამიანი აცირა, თუმცა ანაფილაქსიური რეაქცია მხოლოდ 8 ადამიანს განუვითარდა. იმნაძე განმარტავს, რომ ანაფილაქსია საფრთხილო, თუმცა მართვადია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხოა.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ უშაუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია.“ - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system