თავში

,,მილსადენს დაეჯახა სატვირთო" - ,,ვარკეთილაირი" აბონენტებს მიმართავს

,,მილსადენს დაეჯახა სატვირთო" - ,,ვარკეთილაირი" აბონენტებს მიმართავს
,,მილსადენს დაეჯახა სატვირთო - ,,ვარკეთილაირი აბონენტებს მიმართავს

კომპანია "ვარკეთილაირი" მოქალაქეებს მიმართავს. 

,,ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე, მოხდა ავარია - მაგისტრალურ გაზის მილსადენს დაეჯახა სატვირთო ავტომობილი. ავარიის შედეგად, გაზი გაეთიშათ ვარკეთილი 3-ის პირველ და მესამე მიკრორაიონებს. "ვარკეთილაირის" საავარიო ჯგუფი მუშაობს ავარიის აღმოსაფხვრელად. გაზის მიწოდების აღდგენის დროს გაცნობებთ მოგვიანებით. გთხოვთ, გადაკეტოთ ცენტრალური ონკანები და იყოთ ყურადღებით!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაზის მყისიერი ჩართვა არ შეიძლება.

,,ავარიის შედეგები შეიძლება 2 საათში იყოს აღმოფხვრილი, მაგრამ გაზის მიწოდება უნდა მოხდეს ყველა ცალკეულ დგარზე ინდივიდუალურად. საავარიო ჯგუფი სათითაოდ თიშავს და რთავს თითოეულ აბონენტს. ამ პროცესს სჭირდება დიდი დრო და, გარდა ამისა, ღამის საათებში ამის გაკეთება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ვარკეთილაირის" ადმინისტრაცია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system