თავში

ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია

ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია
ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია

ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი მოხვდა. ისინი COVID-19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების TOP ათეულში არიან.

ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი ევროპაში სამოგზაუროდ 20 უსაფრთხო ქალაქს შორის დაასახელა.

„ბათუმი არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მოგონებებით აღსავსეს დაგტოვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შეუძლებელია ბათუმში მოიწყინო. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სანაპიროებით, ბუნებით, შოპინგით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმითა და უნიკალური ღირსშესანიშნაობებით.

ბათუმი, უსაფრთხოა არამხოლოდ კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ, კრიმინალის დონე 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში.

ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს არის აჭარის რეგიონის მთავარი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რათა განიცადოთ როგორც ისტორიული უძველესი ადგილების კონტრასტი, ასევე თანამედროვე ცხოვრების წესი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system