თავში

COVID-19-ის ერთ ახალ შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს

COVID-19-ის ერთ ახალ შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს
COVID-19-ის ერთ ახალ შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს

საქართველოში, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან, ერთი ე.წ. გაჩიანის კლასტერს მიეკუთვნება, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევას კი ეპიდემიოლოგები იკვლევენ. 

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1177 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 955 გახდა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system