თავში

მეუფე დანიელი: ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი

მეუფე დანიელი: ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი
მეუფე დანიელი: ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი

,,ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი", - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. 

მიტროპოლიტმა ქადაგებისას, წმინდანის, ილია თეზბიტელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ის იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი და სარწმუნოების დამცველი.

,,ჩვენ ყველანი ვემზადებით დიდი დღესასწაულისათვის, მომავალ კვირას საქართველოს ეკლესია აღნიშნავს უდიდესი წინასწარმეტყველის – ილია თეზბიტელის ხსენებას. საქართველოს ეკლესიაში ყოველთვის იყო დიდი თაყვანისცემა ამ წმინდანისა, რადგანაც ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე ჩვენი ქვეყანა გახდა ღირსი ილია თეზბიტელის ხალენისა, მისი მოსასხამისა.

ეს არის ნიშანი იმისა, რომ როგორც ილია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე, მოწოდებულია, იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა. სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას, ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვთისმშობელი.

 არ არის შემთხვევითი, რომ თანდათან ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ჟამის მოახლოებას. მრავალი ნიშანია ამისა. მთავარი ნიშანი, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს, არის განმრავლება ცრუ მოძღვრებათა და ცრუ წინასწარმეტყველებათა იმ სახით, ისეთი მასშტაბით, როდესაც თვით რჩეულნიც, რჩეული პიროვნებები, რჩეული ქრიტიანული ერები და ქვეყნებიც კი ცდუნდებიან. სწორედ ეს არის ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი.

და აი, ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწმუნოებას და მათში სულ უფრო და უფრო იმატებს ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე, მდევნელი ძალები", - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე დანიელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system