თავში

,,მინდა დედამისს ვკითხო, რატომ გაზარდა ასეთი?!" - ელისო კილაძე

,,მინდა დედამისს ვკითხო, რატომ გაზარდა ასეთი?!" - ელისო კილაძე
,,მინდა დედამისს ვკითხო, რატომ გაზარდა ასეთი?! - ელისო კილაძე

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,ხანდახან ვფიქრობ, გავეცალო ამ ჭაობს, მშვიდად ვიცხოვრო ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, დავტკბე ცხოვრებით, ვიკითხო, ვიმოგზაურო...

მერე მახსენდება ის ადამიანი(ები), რომელსაც ჩემი იმედი აქვს, რომელმაც იცის, რომ გაჭირვებაში არ მივატოვებ, სიმართლის პოვნაში დავეხმარები, და ვიწყებ თავიდან!

ვჯდები და მშვიდად ვკითხულობ მორიგ ჭუჭყს, მორიგი ბინძური კაცისგან, რომელიც კლავიატურასთან ზის და ტალახს მესვრის - ვეღარ ვბრაზდები, უბრალოდ მინდა დედამისს ვკითხო, რატომ გაზარდა ასეთი?!

მერე ვპასუხობ მორიგ ზარს და ვეძებ რკინის ქალამნებს!

მადლობა, თქვენ ვინც აქ ხართ და მგულშემატკივრობთ, სტატუს სტატუსს დაქრიხართ და მიცავთ, მადლობა, რომ ჩემი გჯერათ!", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system