თავში

მინდა დავწერო კასპიის ზღვის ამ ულამაზეს ქალაქზე და აზერბაიჯანელ ხალხზე - დავით ლიკლიკაძე

მინდა დავწერო კასპიის ზღვის ამ ულამაზეს ქალაქზე და აზერბაიჯანელ ხალხზე - დავით ლიკლიკაძე
მინდა დავწერო კასპიის ზღვის ამ ულამაზეს ქალაქზე და აზერბაიჯანელ ხალხზე - დავით ლიკლიკაძე

ჟურნალისტი და მსახიობი დავით ლიკლიკაძე, რომელიც ქართველ ბლოგერებთან ერთად აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში ბაქოში იმყოფებოდა, მოგზაურობის შემდეგ საკუთარი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ლიკლიკაძე წერს, რომ მოხიბლულია ქალაქის სისუფთავით, უსაფრთხო გარემოთი და რაც მთავარია, თბილი, მომღიმარი და კეთილგანწყობილი ხალხით. 

ამასთან, პოსტიდან ირკვევა, რომ ქართველი ჟურნალისტი ადგილობრივმა სამზარეულომაც მოხიბლა. 

"ბაქოზე უნდა დავწერო, კასპიის ზღვის ამ ულამაზეს ქალაქზე და აზერბაიჯანელ ხალხზე, რომელთან ურთიერთობაში უცხოელისთვის ქართველობა ნამდვილი სიხარულია...

უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო აზერბაიჯანის საელჩოს მისამართით, რომელმაც შემარჩია იმ უმაგრეს მედია ტურში, სადაც 17 ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ვმონაწილეობდით. ათასი მადლობა ძვირფასს თამერლან თაგიევს, ამ ახალგაზრდა ბიჭს, საელჩოს თანამშრომელს, რომლის წყალობით უმაგრესი მოგზაურობა შედგა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის საელჩოს გარდა მადლობა ეკუთვნის SOCAR საქართველოს წარმომადგენლობას, რომლის წყალობით ერთი აზერბაიჯანული მანათიც კი არ დამიხარჯია. აბსოლუტურად ყველაფერი დაფინანსებული იყო ქუთაისიდან რომ გადმოვდგი ფეხი იქედან დაწყებული დასრულებული კიდე რაღაცეებით (აღარ ვიტყვი ახლა ბოღმიანი ხალხის ნერვები არ მაქვს).

მოკლედ ჩავედით ბაქოში. ვიხილე უსუფთავესი ქალაქი, სადაც შეგიძლია ჩვეულებრივად ქუჩაში დაჯდე ნებისმიერ ბორდიულზე და ქვაფენილზე. ვიხილე ქალაქი უდიდესი სითბოთი, გაღიმებული და ბედნიერი ხალხით (არ ვიცი ეს მათი ცხოვრების წესია თუ გამარჯვებული ხალხის ნიშანია ვერ გეტყვით, რადგან მე ხომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, ჯერ სამშობლოს ომების დროს გამარჯვება არ მინახავს, ამიტომ არ ვიცი ეს რა არის). ქართველის დანახვაზე ყველა გახარებულია და „კარდაშ“ს გეძახის, ანუ ძმაოო... ბევრს მართლაც ძმური სულისკვეთებით გადავეხვიე და ისე ვუტყაპუნებდით ბეჭებზე ხელს თითქოს წლობით უნახავი თანაკლასელები ვიყავით.

ბაქო სასწაული ქალაქია... ლამაზია! ცხადია ამას მეტწილად კასპიის ზღვის ფაქტორი განაპირობებს. რა ლამაზი ყოფილა კასპიის ზღვა, ხელიც კი ვტუცე მის ნავთობიან წყალში. ქალაქში უამრავი ტურისტი დადის. შეგრძნება გაქვს აბსოლუტური უსაფრთხოების. ნუ ჩვენ პრეზიდენტ ალიევის ადმინისტრაცია გვმასპინძლობდა და არ ვიცი ამის გამო თუ ისედაც ასეა. ქალაქს უხდება აზერბაიჯანული ჩაის გამაბრუებელი სუნი. ვსტუმრობდით ტურისტულ ობიექტებს, საოცარი სანახავია ქალწულის კოშკი, რომელიც (ისევე როგორც ყველა კოშკი მსოფლიოში) უამრავ ბურუსით მოცულ სასიყვარულო ტრაგიკულ ისტორიას ინახავს. სრული ფანტასტიკაა შადრევნები. ყველა ფეხის ნაბიჯზე ულამაზესი შადრევანია. ჩვენ ძველ ბაქოში გავისეირნეთ და ვცხოვრობდით ახალ ბაქოში (ფოტოზე ხედია ჩემი სასტუმროდან). მინდა ვთქვა რომ ორივე არქიტექტურა საოცრად არის შერწყმული ერთმანეთთან და სულაც არ გაღიზიანებს, პირიქით უფრო შთამბეჭდავს გხდის.

ბაქოში და სხვა ქალაქებში, ყოველ დღე რესტორანში გვიწევდა სადილიც და ვახშამიც. მხოლოდ სასტუმროში ვსაუზმობდით. პრაქტიკულად ათ რესტორანს მაინც ვსტუმრობდით და მინდა გითხრათ ხორცის თემაში აზერბაიჯანს ვერავინ შეედრება. ძირითადად დომინირებს ცხვარი. სასწაულად ამზადებენ მისგან დაბეგვილ ხორცს, ქაბაბს, მწვადს, სტეიკს, ნეკნებს, მედალიონებს.... მოკლედ რას არა. იცოცხლეთთქო მოვაღე პირი და კი დამაგდო მესამე თუ მეოთხე დღეს წნევამ 110-160-ზე. ამის შემდეგ ცოტა შევშინდი და იძულებული ვიყავი ბოლო ორი დღე წიწილის და ხბოს ხორცი მეჭამა (ცნობისთვის აზერბაიჯანში ღორს არ ჭამენ)" - წერს ლიკლიკაძე. 

დავით ლიკლიკაძე წერს, რომ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მმაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. 

ავტორი ხაზს უსვამს მასპინძლების მხრიდან განსაკუთრებულად თბილ მიღებას. 

მისივე ინფორმაციით, ქართველი ბლოგერები ბაქოს შემდეგ ყარაბაღშიც იმყოფებოდნენ. 

"ბაქოში მხოლოდ საგულაოდ არ ვყოფილვართ. გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. განსაკუთრებით თბილად მიგვიღო პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევმა.

ბაქოს შემდეგ თითქმის მთელი აზერბაიჯანი მოვიარეთ. ვეწვიეთ ქალაქ განჯას, ომის შემდგომ ყარაბახის ქალაქებს. ვსტუმრობდით ქალაქებს შუშა, აღდამი, ფუზული, ჯაბრაილი.

მოკლედ ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ეს ვიზიტი. აზერბაიჯანი და ბაქო დამამხსოვრდება, როგორც გემრიელი, არომატული და მრავალფეროვანი ადგილი" - წერს ლიკლიკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system