თავში

"მინდა მივულოცო შობის დღესასწაული" - მეუფე ნიკოლოზი

"მინდა მივულოცო შობის დღესასწაული" - მეუფე ნიკოლოზი
მინდა მივულოცო შობის დღესასწაული - მეუფე ნიკოლოზი

 ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა. 

როგორც საპატიმროში შესვლამდე მეუფემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ციხეში მიხეილ სააკაშვილისთვის, შობის მისალოცად მივიდა. 

"მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული," - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system