თავში

მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს - ცერცვაძე

მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს - ცერცვაძე
მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს - ცერცვაძე

ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება. შემდეგ უნდა დასტაბილურდეს და თანდათან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. 

ცერცვაძის მტკიცებით, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა მატების მიუხედავად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას მართავს. 

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვიცი არის დაძაბულობა, შფოთი რაღაც საშიშის, რომ შეიძლება ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდეს, მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ძალიან მზარდია, რაღაც მონაკვეთში საქართველო მოსახლეობის ერთეულზე პირველ ადგილზეც კი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობამ მოიმატა, მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანა, მისი ჯანდაცვა სიტუაციის მართვას ახერხებს.

შემეკამათებით, როგორ ახერხებს, როდესაც სასწრაფო იგვიანებს და სტაციონარში ადგილი არ არის. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის საქართველოს დამსახურება, რომ ისინი შეფერხებებით, მაგრამ მაინც ახერხებენ. საქართველოში არ მომხდარა ისეთი, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system