თავში

მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო, ეს დიდი დანაკარგი და საგანგაშო სიგნალია - თამარ გაბუნია

მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო, ეს დიდი დანაკარგი და საგანგაშო სიგნალია - თამარ გაბუნია
მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო, ეს დიდი დანაკარგი და საგანგაშო სიგნალია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 4 თვის კოვიდინფიცირებული ჩვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. 

თამარ გაბუნიამ ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ ეს შემთხვევა დიდი დანაკარგი და საგანგაშო სიგნალია. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მცირეწლოვანი ბავშების დასაცავად მათი გარემოცვის ვაქცინაცია აუცილებელია. 

„ბავშვის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა. მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო. ესაა დიდი დანაკარგი და კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი, რომ, განსაკუთრებით მცირე ასაკისა და ნებისმიერი სხვა, მოწყვლადი მდგომარეობის მქონე ადამიანებთან, რომელთა ჯანმრთელობა, შესაძლოა, ვერ იყოს იმდენად მყარი და ძლიერი, რომ ვირუსის ძალიან სერიოზულ, დამაზიანებელ ზემოქმედებას გაუმკლავდეს, უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. ამ შემთხვევაში, ჩვილი ბავშვების მდგომარეობა დამძიმდა უკვე არსებული, თანმხლები დაავადებებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მაქსიმალურად დავიცვათ. ბავშვების დაცვა მათი გარემოცვის ვაქცინაციითაა შესაძლებელი. თუ ბავშვი ავადაა, აუცილებელია, ძალიან სწრაფად ნახოს ექიმმა. ჩვენი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომ წლამდე ასაკის ბავშვი, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს მისი მდგომარეობა, აუცილებლად უნდა ნახოს ოჯახის ექიმმა, პედიატრმა, რომელიც მისი მდგომარეობის სიმძიმეს შეაფასებს. რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემები, მით მეტი შანსი გვაქვს, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი სასიკვდილო გამოსავალი ამ ასაკობრივ ჯგუფში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 6 დღეში კორონავირუსს ორი ჩვილი ემსხვერპლა. ციციშვილის კლინიკაში ჯერ 1 თვის, ხოლო შემდეგ 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system